Data Journalism

რომელ ოლქებში ჰქონდათ 2018-ს საპრეზიდენტო კანდიდატებს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგები

title
By Sandro Tarkhan-Mouravi
Published: 19 სექ 2019 • Updated: 27 ოქტ 2020
 
 
Published: 19 სექ 2019 • Updated: 27 ოქტ 2020

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 25 კანდიდატიდან 22-ს ქვეყნის მასშტაბით 4%-ზე დაბალი შედეგი ჰქონდა. თუმცა, სურათი ძალიან განსხვავებული იყო რაიონების მიხედვით. თავის ყველაზე წარმატებულ ოლქებში ექვსმა კანდიდატმა ორჯერ დიდ ზღვარს, 8%-საც გადააჭარბა.

სალომე ზურაბიშვილისთვის საუკეთესო რაიონი ბიძინა ივანიშვილის მშობლიური საჩხერე აღმოჩნდა (77%), ყველაზე ცუდი კი - საზღვარგარეთი (22.5%). ნაციონალური მოძრაობის ვაშაძისთვის ამ ოლქებმა საპირისპირო როლები შეასრულეს: საზღვარგარეთ ვაშაძემ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, საჩხერეში კი - ყველაზე ცუდი. 

Zurabishvili presidential elections best and worstVashadze presidential elections best and worst

ევროპული საქართველოს ბაქრაძემ თერჯოლაში და ხონში თითქმის სამჯერ გადააჭარბა თავის საშუალო პროცენტს. ლეიბორისტების ნათელაშვილმა დუშეთში დადო საერთო-ქართულზე თითქმის 4-ჯერ უკეთესი შედეგი, თუმცა მისმა მესიჯებმა პრაქტიკულად ვერ ჩააღწია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

Bakradze presidential elections best and worstNatelashvili presidential elections best and worst

გირჩის ჯაფარიძისთვის და თავისუფალი დემოკრატების უსუფაშვილისთვის ვაკე აღმოჩნდა თითმქის 4-ჯერ უფრო კეთილგანწყობილი, ვიდრე დანარჩენი ქვეყანა. ამ ორი კანდიდატის ხუთივე საუკეთესო ოლქი დაემთხვა.

Japaridze presidential elections best and worstUsupashvili presidential elections best and worst

თბილისშივე აჩვენა თავისი საუკეთესო შედეგები შემდეგმა ორმა კანდიდატმაც. თავისუფალი საქართველოს კუკავას ყველაზე მეტად ნაძალადევმა უწყალობა. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრიაძემ ყველაზე მყარი, 2%-იანი დასაყრდენი საბურთალოზე ნახა.

Kukava presidential elections best and worstAndriadze presidential elections best and worst

თვალშისაცემია, რომ სამხრეთ საქართველოში - ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბოლნისში, მარნეულში - გამორჩეულად მაღალი შედეგები ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატ ზურაბიშვილს და ნოლთან ახლო მაჩვენებლები - ყველა კანდიდატს, პირველი სამეულის მიღმა. ზურაბიშვილისთვის, საზღვარგარეთის გარდა, ყველაზე რთული დიდი ქალაქები - რუსთავი, ქუთაისი და თბილისის ზოგიერთი ოლქი გამოდგა.