Data Journalism

პარლამენტში ლიდერი პარტიის წილი, ევროსაბჭოში და საქართველოში

title
By Sandro Tarkhan-Mouravi
Published: 14 აგვ 2019 • Updated: 27 ოქტ 2020
 
 
Published: 14 აგვ 2019 • Updated: 27 ოქტ 2020

პირველ ადგილზე გასული პარტიის ადგილების წილი პარლამენტში, ევროსაბჭოს 42 ქვეყანაშიპირველ ადგილზე გასული პარტიის ადგილების წილი პარლამენტში, ევროსაბჭოს 42 ქვეყანაში

გრაფიკზე ასახულია, პარლამენტში ადგილების რა ნაწილი მიიღო პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ბოლო არჩევნებში, ევროსაბჭოს წევრ 42 ქვეყანაში.

საქართველო და რუსეთი ორადორი ქვეყანაა, სადაც პირველადგილოსანმა პარტიამ მოიპოვა ადგილების სამ მეოთხედზე (75%-ზე) მეტი. საქართველო მკვეთრადაა მოწყვეტილი ამ მაჩვენებლით ევროსაბჭოს დანარჩენ ქვეყნებს. 

საქართველოსა და რუსეთთან ყველაზე ახლოს - დანარჩენ ქვეყნებამდე შუაგზაზე - სომხეთი და უნგრეთია. უნგრეთს, ევროსაბჭოს ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, აქვს წინა ქართული სისტემის მსგავსი შერეული საარჩევნო სისტემა.

დანარჩენ 38 ქვეყანაში პირველ პარტიას (ან პირველ ადგილზე გასულ საარჩევნო ალიანსს) არსად აქვს მიღებული ადგილების 57%-ზე მეტი.
თანაც, ქვეყნების უმრავლესობაში - 30 ქვეყანაში - პირველმა პარტიამ საპარლამენტო მანდატების ნახევარიც ვერ მოიპოვა; 15 ქვეყანაში - მათ შორის, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ლატვიაში - მესამედიც. 

გრაფიკის ტექნიკური დეტალები:

  • იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც პარლამენტი ორპალატიანია, მოყვანილია უდიდესი პალატის მონაცემები.
  • მოყვანილი მონაცემები ასახავს უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ ითვალისწინებს შემდგომში პარლამენტებში მომხდარ გადანაცვლებებს.
  • აზერბაიჯანის პარლამენტში დიდი წილი აქვთ "დამოუკიდებელ" დეპუტატებს, რომლებიც კონტროლდებიან მმართველი ძალის მიერ. შესაბამისად, პირველადგილოსანი პარტიის წილი არ ასახავს პარტიებს შორის რეალურ ბალანსს, რის გამოც აზერბაიჯანი არაა შეყვანილი გრაფიკში. გამოტოვებულია ბელარუსიც, რომელიც არაა ევროსაბჭოს წევრი და სადაც ასევე არაა განვითარებული პარტიული სისტემა - ჭარბობენ "დამოუკიდებელი" დეპუტატები.